კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მთავრობასთან შეხვედრაზე სახლში დატოვებული, უსიმპტომო პაციენტებისთვის ანალიზების ჩატარების საკითხზე იმსჯელეს. ცერცვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ შესაძლოა ყველა მათგანს სისხლის საერთო ანალიზი და თრომბოემბოლიური კვლევა ჩაუტარონ.
"იყო ერთი-ორი სიგნალი სახლში დატოვებული პაციენტებიდან და ეს სიგნალები რომ არ გახდეს ხშირი და ისეთი, როგორიც უცხოეთში ხდება, რომ უსიმპტომო პაციენტებს შორისაც დიდია დანაკარგი, დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მუშავდება...