Власти Подмосковья поздравили ветерана Аранчука с 100-летием
Эксперт рассказала, как правильно выбрать одежду для спортзала
Глава Балашихи получил благодарственное письмо от Путина
Изменить закон о старостах в Подмосковье предложили в Мособлдуме
საფრანგეთის მთავრობა ახალი მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდებს საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპემ ახალი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით მიმართა საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კვლავ გრძელდება ანტისამათავრობო დემონსტრაციები. 8 დეკემბრის ღამით გაკეთებულ სატელევიზო მიმართვაში ფილიპემ განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის განიხილოს და გაიზიაროს დემონსტრანტების შეშფოთება ცხოვრების გაძვირებასთან დაკავშირებით. „იქნება პრეზიდენტ მაკრონის გამოსვლა და იგი ისაუბრებს იმ ზომებზე, რაც ამ დიალოგს ხელს შეუწყობს“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.