ჩერნოგორიის მთავრობამ მშვიდობის საქმეში თავისი წვლილი დაიცვა და უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვიერ თავდასხმას. ტრამპმა ამ კვირაში თქვა, რომ ბალკანეთის პატარა სახელმწიფოს „აგრესიულ“ ხალხს შეეძლებოდა „მესამე მსოფლიო ომის“ დაწყებას შეუწყოს ხელიო. 19 ივლისის განცხადებაში ჩერნოგორიის მთავრობა წერსს: „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ჩვენი მეგობრობა და ალიანსი აშშ-თან მტკიცეა და მუდმივი“. „ჩერნოგორია პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელიც წინ აღუდგა ფაშიზმს და დღეს, როგორც ნატოს ახალი წევრი და ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი...