მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულებისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითვალისწინებდა. თავის მხრივ, პროკურორების შუამდგომლობას ეწინააღმდეგებოდა დაცვის მხარე. ადვოკატები გირაოს სახით უფრო ნაკლები თანხის შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ, მოსამართლემ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 35 000 ლარის ოდენობის გირაო ს გადახდა დააკისრა.
Garry's Mod is removing 20 years' worth of Nintendo-related items from its Steam Workshop following takedown request: 'It's Nintendo. Need more be said?'