საქართველო-რუსეთი: რას გეგმავს თბილისი ჟენევის ფორმატში
საპარლამენტო ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრისგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ითხოვს, რათა პასუხი გაეცეს შეკითხვებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მისაღებ ახალ ერთობლივ დეკლარაციასთან დაკავშირებით. ლაპარაკია 10 წლის განმავლობაში შეუთანხმებელი საკითხის - ძალის არგამოყენების ვალდებულების შესახებ, რომელთან დაკავშირებული ერთობლივი განცხადების გარშემო პოზიციების დაახლოება დაადასტურეს როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში.