მართალია დასავლეთი უკრაინას “ლეოპარდის”, “M1 აბრამსის” და “ჩელენჯერის” ტიპის ტანკებს დაპირდა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანას წარმატებული შეტევითი ოპერაციისთვის მეტი იარაღი ჭირდება. შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გარდა, ისინი F16- ის ტიპის საბრძოლო მოერიშეებს ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი უკრაინას ამ უკანასკნელის გადაცემაზე უარს ეუბნება, ოთხვარსკვლავიან თადარიგის გენერალს და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალს ევროპაში, ბენ ჰოჯესს სჯერა, რომ უკრაინა F16-ებს მიიღებს.