"ფორმულას" სამსახურიდან გათავისუფლებულმა ოპერატორებმა უპასუხეს ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.
"ჩვენ, ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის გაფიცულმა ოპერატორებმა გადავწყვიტეთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენსა და დამსაქმებელს შორის მიმდინარე პროცესის შესახებ, რომელიც შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. ჩვენი მხრიდან ეს პროცესი დაიწყო ჩვენი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით და მას რაიმე სხვა მიზნები ან ქვეტექსტი არასდროს ჰქონია...