რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა.
ვიზიტის პირველ დღეს პაპმა შეხვედრები წმინდა ტერეზას ტაძარში ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებთან გამართა.
ფრანცისკემ მათ ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. პაპმა ასევე მწუხარება გამოთქვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული 2 მილიონზე მეტი ადამიანის გამო, რომლებსაც სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებლების დატოვება მოუწიათ.