რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ყირიმზე კიევის თავდასხმების შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება.
„ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება“, – უპასუხა მედვედევმა კითხვაზე, აიძულებს თუ არა ყირიმზე დარტყმები რუსეთს, უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
ამასთან, მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზადაა ყველა სახის იარაღი გამოიყენოს.