„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს უერთდება.
ხოშტარიას თქმით, სააკაშვილმა თავი მარტო არ უნდა იგრძნოს და იგი სახელმწიფოსგან მსგავს მოპყრობას არ იმსახურებს.
„მიიღეს სასტიკი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ თვალწინ ადამიანის ღირსებისა და ჯანმრთელობის შელახვა ხდება ასეთი თავხედური ფორმით.